ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესში
ტრენინგის პირველმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, იმაში, რომ მასწავლებელი ვალდებულია ყოველდღე ისწავლოს და განვითარდეს. სასიამოვნო და საინტერესო იყო იმის გაგება, რომ არსებობს საუკეთესო ინტერნეტ რესურსი; intel education viewer-ი, რომელსაც შეუძლია კიდევ უფრო საინტერესო გახადოს შენი გაკვეთილები.
- პროექტებით სწავლება გაძლევს საშუალებას გაიზარდოს გაკვეთილის პროცესში ჩართულობა იმ მოსწავლეებისაც, რომლებიც აქამდე ვერ შევძელით , რომ დაგვეინტერესებინა.
- შევქმენით საქაღალდე პორტფოლიო, რომელშიც ჩავალაგეთ დამატებით სხვა ფოლდერებიც 21-ე საუკუნის უნარები და პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.
- გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს და მოვათავსეთ იგი მისთვის განკუთვნილ საქაღალდეში
- რაც მთავარია დავიწყე ფიქრი იმააზე, რომელი პროექტი ყველაზე უფრო ეფექტური იქნება ჩემს პატარებთან მათემატიკის გაკვეთილებზე მათი ცნობიერების გასაფართოებლად და მოტივაციის გასაზრდელად.
- მიუხედავად იმისა, რომ ბლოგზე მუშაობის გამოცდილება მქონდა დღეს ახალი ვერსია შევიძინე ბლოგის გახსნისა და მასზე ინფორმაციის განთავსების
- კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაშიც, რომ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგის ძალისხმევას, მონდომებას, მიდგომას, გულწრფელობას (მხედველობაში მყავს ჩვენი ტრენერი ქალბატონი თამუნა, რომელმაც 4 საათი ისე გაგვატარებინა რომ არც კი დაგვიხედავს საათზე :))
No comments:
Post a Comment